saqarTvelos mdinareebi - asa
ქვეყანა | საქართველო, რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სათავე | კავკასიონი |
სიგრძე | 133 კმ |
აუზის ფართობი | 2060 კმ² |
მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. მდინარე სუნჯის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს პირიქითა ხევსურეთში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. გაედინება საქართველოს დუშეთის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ფარგლებში. სიგრძე 133 კმ, აუზის ფართობი 2060 კმ2. ზემო დინებაში მთის მდინარეა, ქვემოთ ბარისა. მოვაკებულ ტერიტორიებზე მდინარის ხეობის სიგანე 60 მ-მდეა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში.
მდინარე ასას სათავეში არხოტისწყალი ეწოდება.